ექსპერიმენტი Placebo-ს კონცერტზე დასასწრებად

  • 28 ივნისი 2012, 13:53
  • 355

ბლოგერმა ვასასიმ (თამარ კარელიძე) ”ფეისბუქში” ექსპერიმენტი დაიწყო. მან ბლოგის ”ფეიჯით” - ”გიყვარდეთ ჩემნაირები” გახსნა მოწვევა, სადაც დაწერა ანგარიშის ნომერი და ჯგუფ Placebo-ს კონცერტზე დასასწრებად სიმბოლური თანხის, ერთი ლარის ჩარიცხვა ითხოვა.

”მეგობრებო. ჯგუფი Placebo 20 სექტემბერს, კიევში მართავს კონცერტს, რომელზეც ვასასის ძალიან უნდა დასწრება. ამასთან დაკავშირებით, გაკეთებულია ანგარიში, რომელზეც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ, სიმბოლური თანხა - ერთი ლარი ჩარიცხოთ. მხოლოდ ამ გვერდის მომხმარებლების გვერდში დგომის შემთხვევაშიც, კონცერტზე დასასწრებსა და გზის ხარჯებსაც შევაგროვებთ” - წერს ვასასი და აღნიშნავს, რომ ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნება სოციალური ქსელების გავლენის კუთხითაც.

”ასე რომ, ვისაც სურს ექსპერიმენტში მონაწილეობა, ვიაქტიუროთ” - დასძენს ბლოგერი და უთითებს ანგარიშის ნომერს: GE61 TB70 0000 0365 1737 14.

ექსპერიმენტის დასრულების თარიღად 2012 წლის 20 სექტემბერია მონიშნული.

ქსელია ქექია

1541 სტატია

სხვა სიახლეები