რეპერმა გუფიმ ქეთა თოფურიასთან რომანის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

  • 03 თებერვალი 10:39
  • 3082

 რეპერმა გუფიმ რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მას ქეთა თოფურიასთან რომანი აქვს,  სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. რეპერი უარყობს თოფურიასთან სასიყვარულო ურთიერთობას და უკმაყოფილებასგამოთქვამს გამოცემა life.ru-ს მიმართ, თუმცა ამის გამო სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.

„არც კი ვიცი ასეთ რამეზე რა რეაქცია უნდა მქონდეს, life.ru-მ მთხოვა  კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე კარგად ვიცი მათი უნარი, შემოაბრუნონ ყველანაირი ნათქვამი, ამიტომ მათთან არ ვკონტაქტობ. არც სასამართლოში ჩივილს აქვს აზრი, მაინც გამოძვრებიან. მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავჩუმდე, როგორც ადრე ბევრჯერ მიქნია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ მე არ შემეხნენ.

მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ქეთასთან, ვმეგობრობთ, მაგრამ ისე ახლოს არ ვართ ერთმანეთთან, რომ ერთად წავსულიყავით დასასვენებლად. ის, რომ ერთი და იგივე კუნძულზე ვიყავით დასასვეებლად, მოსკოვში, უმსგავსო სტატიის ნახვის შემდეგ გავიგე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქეთას და მის ოჯახს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ ისტორიაში გარევას. მე, როგორც პიროვნებას, არც ისე კარგი რეპუტაცია მაქვს, ეს მასალა ჩემთვის კარგიც შეიძლება იყოს, მაგრამ შეგეძლოთ ვინმე სხვაზე მოგეფიქრებინათ“,-წერს რეპერი გუფი.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ  life.ru-მ ინფორმაცია, „ა-სტუდიოს“ სოლისტ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის შორის რომანის შესახებ გაავრცელა. ქეთა თოფურიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

სხვა სიახლეები