რა ეღირება Aerosmith-ის კონცერტის ბილეთები?

  • 02 თებერვალი 01:27
  • 1213

ამერიკული ბენდის Aerosmith-ის ბილეთების გაყიდვა სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისიდან დაიწყება. როგორც Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბილეთები დაახლოებით 70-400 ლარის ფარგლებში გაიყიდება. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და ძალიან მალე გაირკვევა, თუ რომელ საიტზე გაიყიდება ბილეთები.

„ვფიქრობთ, რომ ბილეთები თებერვლის დასაწყისში, 10 რიცხვამდე ჩავუშვათ გაყიდვაში. რაც შეეხება ღირებულებას, ბილეთის ფასი ყველა ქვეყანაში გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენთან. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რომელსაც განვიხილავთ. სავარაუდოდ, ბილეთების ფასი 70 ლარიდან დაიწყება. ამ ფასის ბილეთებზე 100-მდე ადგილია გამოყოფილი. ე.წ. ფანზონაში, რომელიც 3 500 ადამიანს იტევს, ბილეთები 100-დან 130 ლარამდე გაიყიდება, პირველი სექციის ბილეთების მიახლოებითი ფასი 200 ლარი, მეორე - 150, ხოლო ზედა სექციის ბილეთების ფასი 100 ლარი იქნება. რაც შეეხება VIP ადგილებს, რომელიც 334 ადამიანზეა გათვლილი და რომელშიც კვება და სასმელიც შედის და საკუთარი საპარკინგე ადგილიც აქვს, ბილეთები სავარაუდოდ, 300-დან 400 ლარამდე გაიყიდება,“ - აღნიშნა ბერიძემ. 

კონცერტი Black Sea Arena-ზე 2017 წლის 20 მაისს გაიმართება. 

 

წყარო: bpn.ge

სხვა სიახლეები