თოფურია: ქმარს ჯერ არ გავშორებულვარ

  • 01 თებერვალი 14:04
  • 3405

 რეპერ გუფისთან რომანის შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, ქეთა თოფურიამ  life.ru-სთან პირველი კომენტარი გააკეთა.

 „ქმარს ჯერ არ გავშორებულვარ, გუფისთან და ჯგუფ Center-თან დიდი ხანია ვმეგობრობ, საერთო სიმღერის ჩაწერამდეც ვმეგობრობდით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ ვისვენებდით ერთად და ფოტოებზეც არ ვარ მე“-განაცხადა თოფურიამ.

 life.ru ცნობით, თოფურია რომანტიკულ ურთიერთობას 37 წლის მომღერალ გუფისთან  (ალექსეი დოლმატოვი) თითქმის ერთი წელია მალავს . რუსულ მედიაში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ წყვილი ერთ ვილაში ისვენებს. ჟურნალისტმა წყვილი აეროპორტშიც დააფიქსირა,  ისინი ტაილანდიდან ერთად ჩამოფრინდნენ, თუმცა საბაჟო კონტროლი ცალ-ცალკე გაიარეს.

თოფურიას და დოლმატოვის რომანს ახლობლებიც ადასტურებენ. მომღერლის ახლობლების ცნობით ქეთა თოფურიას თხოვნით რეპერმა რეაბილიტაცია ნარკოლოგიურ კლინიკაში გაიარა.

კომენტარი ასევე, რეპერის ყოფილმა ცოლმა გააკეთა. 

„მე მქონდა ეჭვები, რომ მის გვერდზე კარგი ქალია, ყოფილ ქმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ზრუნავს ბავშვზე და ჩვენ რეგულარულად ვკონტაქტობთ. რაიმე სერიოზული, რომ ყოფილიყო აუცილებლად მომიყვებოდა, მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია. ბედნიერებას ვუსურვებ, იმედი მაქვს ყველაფერი გამოუვათ“-განაცხადა რეპერის ყოფილმა ცოლმა.

ალექსეი დოლმატოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ჯგუფ „ა სტუდიოს“ სოლისტი  ქეთა თოფურია რამდენიმე წლის წინ ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ლევ გეიხმანს, მათ პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

სხვა სიახლეები