ეროვნულ ლატარიაში რიგით მე-17 ჯეკპოტი 1 380 345 ლარი გათამაშდა

  • 01 თებერვალი 13:02
  • 1309

31 იანვარს,  „ლოტო 6/36“-ის 735-ე გათამაშებაზე მორიგი ჯეკპოტი 1 380 345 ლარი გათამაშდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს. 

რიგით მე-17 ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36  იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის N16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს.

გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს  მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა ანუ ჯეკპოტი ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.

სხვა სიახლეები