Life.ru: ქეთა თოფურიამ რომანტიკული არდადეგები ტაილანდში რეპერ გუფისთან ერთად გაატარა

  • 31 იანვარი 16:52
  • 3561

რუსული პრესის ცნობით, ჯგუფ  „ა სტუდიოს“ სოლისტმა ქეთა თოფურიამ საახალწლო არდადეგები ტაილანდში რეპერ გუფისთან (ალექსეი დოლმატოვი) ერთად გაატარა. გამოცემის ცნობით, თოფურია თითქმის ერთი წელია მალავს რომანტიკულ ურთიერთობას 37 წლის მომღერალთან. Life-მა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ წყვილი ერთ ვილაში ისვენებს. ჟურნალისტმა წყვილი აეროპორტშიც დააფიქსირა,  ისინი ტაილანდიდან ერთად ჩამოფრინდნენ, თუმცა საბაჟო კონტროლი ცალ-ცალკე გაიარეს.

ცნობისთვის, ქეთა თოფურია რამდენიმე წლის წინ ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ლევ გეიხმანს, მათ პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

სხვა სიახლეები