ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განშორებაზე ფილმს გადაიღებენ

  • 27 იანვარი 12:20
  • 984

მწერალი და ჟურნალისტი იან გალპერინი, სკანდალური ბესტსელერის „ბრანჯელინას“ ავტორი, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცხოვრების შესახებ, კერძოდ განშორების მიზეზებზე ფილმის გადაღებას გეგმავს. ინფორმაციას რუსული cosmopolitan ავრცელებს.

ფილმში წყვილის პირადი ცხოვრების დეტალები, კამათი და უთანხომება იქნება ასახული.

 წიგნ „ბრანჯელინაში“ იანმა იწინასწარმეტყველა წყვილის დაშორება.

გალპერინი ანჯელინასა და ბრედის ცხოვრებიდან თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, მისმა ჯგუფმა რამოდენიმე ექსკლუზიური ვიდეოც მოიპოვა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული.

როგორც, ცნობილია ფილმს Broken: The Incredible Story of Brangelina ერქმევა.

 

სხვა სიახლეები