უკრაინის ქალაქ დონეცკის აეროპორტმა, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული, ქალაქში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის მიმდინარეობას დააბრალა, რომელშიც რუსეთის ნაკრები მონაწილეობას ვერ იღებს.
როგორც აღნიშნავენ, მედვედევი არ გაბრაზებულა და ფეხბურთელების შესახებ იხუმრა კიდეც, რომ მათ პრემიერის გეგმები ჩაშალეს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ბორის კოლესნიკოვმა აღნიშნა, რომ მედვედევის დელეგაციას მიღებაზე უარი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე უთხრეს.
ადრე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა რუსი კოლეგა 27 ივნისს დონეცკში "ევრო-2012"-ის ნახევარფინალზე მიიპატიჟა. როგორც ბორის კოლესნიკოვმა განმარტა, დონეცკში მედვედევის დელაგაციის მიღება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუსეთის ნაკრები ნახევარფინალში გასვლას შეძლებდა.
სხვა სიახლეები

