გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

  • 26 იანვარი 09:55
  • 348

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცეპოლკოვნიკის გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი დღეს, კიევის დროით 12:00 სთ-ზე გაიმართება. უკრაინის პროკურატურა სავარაუდოდ არ მოითხოვს ცერცვაძის პატიმრობაში დატოვებას დაკავებულის მხარდასაჭერად კიევის სააპელაციო სასამართლოსთან მისი ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები მივლენ. ადვოკატის ქსენია პროკონოვას განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ცერცვაძის გასათავისუფლებლად.

„იმედი მაქვს პროკურატურასთან შევთანხმდებით და მას გაათავისუფლებენ, ვფიქრობ, ამის შემდეგ შემოწმებები ექსტრადიციისთვის აღარ იქნება. მჯერა, ყველაფერი გამოგვივა. რაც შეეხება ლუცენკოს განცხადებას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ თემაზე დიდი მღელვარების ტალღა წამოვიდა, ვნახოთ, არის თუ არა მისი სიტყვები რეალობა“,-განაცხადა ქსენია პროკონოვამ.

სხვა სიახლეები