სირიის სამთავრობო ტელევიზიაზე თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

  • 28 ივნისი 2012, 10:07
  • 269

სირიის სატელიტურ ტელე-არხზე გუშინდელ  თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ჟურნალისტი.

”დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან.”- განაცხადა ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა ამრ ალ-ზაუბმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”ომის მდგომარეობაში იმყოფება.”

სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ  ქვეყანაში 104 ადამიანი დაიღუპა. შაბათს ჟენევაში სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი მაღალი რანგის დიპლომატებთან შეხვედრას გამართავს.

”ბი-ბი-სი”-ს ცნობით, რუსეთი კოფი ანანის გეგმას დასთანხმა, რომელიც სირიის ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას გულისხმობს. ანანის გეგმას უკვე დაუჭირეს მხარე მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა. ანანის აზრით, მინისტრთა ახალ კაბინეტში უნდა შევიდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებიც. თუმცა, გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებით, ახალ მთავრობაში არ უნდა მოხვდეს არცერთი ისეთი პირი, რომელიც მას ავტორიტეტს შეულახავს.

კოფი ანანის ეს წინადადება 30 ივნისის ჟენევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

თამთა კახაძე

2985 სტატია

სხვა სიახლეები