კიევის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ცერცვაძის საქმეზე სხდომა 26 იანვარს დანიშნა

  • 24 იანვარი 17:55
  • 600

კიევის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ცერცვაძის საქმის განხილვა ხუთშაბათს, 26 იანვარს დანიშნა. სხდომა 12 საათზე გაიმართება, საქმეს კი, მოსამართლე პალენიკი განიხილავს.  

ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ქართველი ოფიცრის გიორგი ცერცვაძის თანამებრძოლებმა, უკრაინიდან აცნობეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცერცვაძის დაცვის მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები