„უფლის წყალობა იცავს საქართველოს“ - ნათლისღების დღესასწაულზე პატრიარქმა საზეიმო წირვა აღავლინა

  • 19 იანვარი 17:41
  • 1182

უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე, საზეიმო წირვა აღავლინა.

„უფლის წყალობა იცავს საქართველოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.

დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა წყალი. ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში ეს დიდი აიზაზმა. ეს არის უდიდესი სიწმინდე.

თქვენ უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან“, - ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები