ვალიშვილი: როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცის დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი არ გვქონია 1-ელი იანვრიდან

  • 12 იანვარი 13:07
  • 532

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების არ მიღება ნიშნავს, იმას რომ ქვეყანას არ ექნება კონტრაქტი. მარიამ ვალიშვილის განცხადებით,  ფინანსური შედეგი ზუსტად იგივე ნამდვილად არ არის,  თუმცა ეს არის ერთერთი  მაღალი ტარიფი, რომელიც ანალოგიურ მომსახურებაში ზოგადად იხდება მსოფლიოში.

„ფინანსური შედეგი ზუსტად იგივე ნამდვილად არ არის, ამ შემთხვევაში ფინანსური არის, თუმცა ეს არის ერთერთი  მაღალი ტარიფი, რომელიც ანალოგიურ მომსახურებაში ზოგადად იხდება მსოფლიოში, იმიტომ რომ 10% იყო მაღალი ყოველთვის და ძალიან კარგი იყო, რომ საქართველომ მოახერხა და წლების განმავლობაში ეს მოცემულობა გვქონდა, მაგრამ 10 წლის მნიშვნელობა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გაცილებით მაღალი იყო, როდესაც ჩვენ მოხმარებაც ნაკლები გვქონდა და რუსეთზე დამოკიდებულებაც საკმაოდ მაღალი იყო.

როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცის დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი არ გვქონია 1-ელი იანვრიდან, იმიტომ რომ კონტრაქტი დასრულდა და ის მოქმედებაში არ იყო, მეორე საკითხი არის, რამდენად გვქონდა ბერკეტები, ისევ იმ პირობებზე დაგვეთანხმებინა რუსეთი. ასე უფრო სწორი იქნება ფორმულირება, ვიდრე რაღაცა დავთმოთ.

გადაწყვეტილების არ მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება კონტრაქტი და ეს იქნებოდა ისევ გაურკვევლობა, ისევ რაღაც ჭიდაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნეგატივის შედეგის დადგომით, მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ავცდებოდით ალბათ სამართლებრივ დავებს, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა დღეს დავობს იმ პირობების სამართლიანობაზე, რომელიც მათ ხელშეკრულების მოწერით ან არმოწერით მიიღეს“,-განაცხადა ვალიშვილმა.

სხვა სიახლეები