რუსეთის ელჩის მკვლელის დაკრძალვაზე ახლობლებმა უარი განაცხადეს

  • 12 იანვარი 13:01
  • 1642

რუსეთის ელჩის მკვლელის დაკრძალვაზე, მისმა ოჯახის წევრებმა უარი თქვეს. უცხოური მედიის ცნობით, უარი ტერორისტის დამ განაცხადა.

ადგილობრივი კანონის მიხედვით, მორგიდან ცხედრის გადასვენება, 15 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მევლუთ მერტ ალტინტაშის ცხედარი უკვე 24-ე დღეა, მორგშია დასვენებული.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, როგორც კი ფორმალური საკითხები დალაგდება, ტერორისტს უსახელო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სხვა სიახლეები