პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

  • 12 იანვარი 12:23
  • 359

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მინდია გოგოჭურისა და მიხეილ თათრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიკა კვაჭაძის თქმით, ორივე პაციენტს ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება და ამჟამად ორივე მათგანი პალატაშია გადაყვანილი.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღმუჩნდა სამედიცინო დახმარება ორივე პაციენტს, რაც ესაჭიროებოდა, ორივე პაციენტი იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, უტარდებათ მკურნალობა რაც ეკუთვნით. არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,-განაცხადა ნიკა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან მიხეილ თათრიშვილთან ერთად  ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. 

სხვა სიახლეები