საბურთალოზე პოლიციელი დაჭრეს

  • 12 იანვარი 11:57
  • 676

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გვიან ღამით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელმა პირებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ შენიშვნა მისცა, რასაც მათი მხრიდან თავდასხმა მოჰყვა.

დაშავებული პოლიციელი გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

2981 სტატია

სხვა სიახლეები