ხულორდავა: არ ველოდებით რაიმე გართულებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე

  • 12 იანვარი 11:47
  • 302

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს დღეს „ლიბეს“ კომიტეტი უყრის კენჭს. შემდეგი კენჭიყრა გაიმართება ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად ევროკავშირის საბჭოს მინისტრების დონეზე დაამტკიცებენ, მას  ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მოაწერენ ხელს. ამის შემდეგ რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

საპარლამენტო უმრავლეობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, მოლოდინი არის პოზიტიური. დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ თებერვალი ჩაინიშნება პლენარული სესია, სადაც პარლამენტიც უყრის ამ საკითხს კენჭს .

„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, არ ველოდებით რაიმე გართულებას ამ გზაზე. პრაქტიკულად ყველა ჩვენს პარტნიორს დაფიქსირებული აქვს ღიად თავისი მხარდაჭერა ამ საკითხის გადაწყვეტისადმი, ასე რომ დარწმუნებულები ვართ, რომ მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ თებერვლის თვეში ჩაინიშნება პლენარული სესია, სადაც პარლამენტიც უყრის ამ საკითხს კენჭს და იქაც ვფიქრობთ, რომ გადაწყვეილება იქნება ჩვენთვის სასიკეთო“,-განაცხადა ხულორდავამ.

სხვა სიახლეები