მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა

  • 12 იანვარი 11:26
  • 767

მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს პრეზიენტი პრესპიკერი გამოეხმაურა. ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ახალგაზრდა ადამიანებზე თავდასხმა. მიშველაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება ეფექტურად ჩატარდება.

„ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად ველოდებით გამოძიების დასრულებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ეს ყველაფერი ეფექტური“,-განაცხადა მიშველაძემ.

ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად  ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

სხვა სიახლეები