აშშ-ს დაზვერვა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირს უარყოფს

  • 12 იანვარი 10:51
  • 708

აშშ- დაზვერვას არ აქვს კავშირი იმ საიდუმლო დოსიესთან, რომელშიც რუსების მიერ დონალდ ტრამპზე კომპრომატების შესაძლო მოპოვების შესახებ წერია და რომლის შესახებაც ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა. როგორც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, ასეთი ინფორმაციების მედიაში გავრცელება ეროვნული უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს

კლეპერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უკვე შეხვდა არჩეულ პრეზიდენტს, სადაც შეშფოთება გამოთქვა მედიაში იმ ინფორმაციის გაჟონვის გამო, რომლის მიხედვითაც რუსულ სპეცსამსახურებს შესაძლოა ტრამპზე კომპრომატები ჰქონდეთ. მისივე თქმით, დოსიე, რომელიც მომზადებულია უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კერძო კომპანიის მიერ არ არის ამერიკული სპეცსამსახურების პროდუქტი

სხვა სიახლეები