„არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მე „ბანკში“ იმიტომ არ შემიშვეს, რომ ვარ ქართველი“

  • 12 იანვარი 10:32
  • 921

ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს უარყოფენ ვარდების მოედანზე არსებული გასართობი დაწესებულების მენეჯერები. კლუბ „ბანკის“ მენეჯერის ლელა მოსეშვილის განცხადებით, მათთან მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებს.

„არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მე „ბანკში“ იმიტომ არ შემიშვეს, რომ ვარ ქართველი. როცა ერთი ადამიანი არის, იმას დაახლოებით 50 ლარს ლიმიტს ვეუბნებით. მე არ მინდა გავაცდინო არც ბართან სკამი ერთი ყავის გამო და თუნდაც 5 კაცი რომ ერთ ლუდს დალევს. ოდნავი ეჭვიც თუ გაჩნდა იმისა, რომ ადამიანი არის არასრულწლოვანი, სულერთია იქნება ის ბატონი, ქალბატონი, ქართველი თუ უცხოელი, არ არსებობს ერთი ფაქტიც, ჩემი აქ მუშაობის პერიოდში და მე თითქმის ორი წელია აქ ვარ, რომ ვინმე ჩამოვიდეს“,-განაცხადა მენეჯერმა.

სხვა სიახლეები