სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

  • 12 იანვარი 10:32
  • 480

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ, ახალი მოდიფიკაციის 50 - ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 - ლარიან ბანკნოტებს“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

3391 სტატია

სხვა სიახლეები