აქცია თეირანში: "ძირს რუსეთი!" "რუსეთის საელჩო - ჯაშუშების ბუდეა!" (ვიდეო)

  • 11 იანვარი 23:25
  • 2320

თეირანში, რუსეთის საელჩოსთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იტყობინება.

აქცია, ექს-პრეზიდენტის ალი აკბარ ჰაშემ რაფსანჯანის დაკრძალვის შემდეგ გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აქციის მონაწილეების შეძახილები ისმის: "ძირს რუსეთი!" და " რუსეთის საელჩო - ჯაშუშების ბუდეა!

ცნობისათვის, 8 იანვარს,  ალი აკბარ ჰაშემ რაფსანჯანი გულის შეტევით გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე

2392 სტატია

სხვა სიახლეები