გირო კრედიტის ხელმძღვანელის მტკიცებით, მას პოლიციელები ხელების და ფეხების დამტვრევით დაემუქრნენ

  • 11 იანვარი 18:40
  • 663

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის“ ხელმძღვანელის გიორგი გუგუმბერიძის განცხადებით, მას სამართალდამცველებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, პოლიციელები ხელების და ფეხების დამტვრევით დაემუქრნენ.

ამის შესახებ გიორგი გუგუმბერიძემ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია ვიდეოჩანაწერების მიწოდებას უკანონოდ ითხოვდა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

„მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამემუქრნენ ხელების და ფეხების დამტვრევით, თუ არ წავყვებოდი“, - განაცხადა „გირო კრედიტის“ ხელმძღვანელმა გიორგი გუგუმბერიძემ.

ახალი ამბები

1874 სტატია

სხვა სიახლეები