გიორგი ვაშაძე: მაიკროსოფტთან და როტერთან თანამშრომლობის გზები დავსახეთ

  • 11 იანვარი 18:06
  • 2489

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ „მაიკროსოფტის“ ჩიკაგოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორთან ადამ ჰეკმანთან შეხვედრა გამართა და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ავრცელებს.

შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. აუცდიენცია გაიმართა ასევე „როტერის“ გენერალურ მდივანთან ჯონ ჰეუკოსთან სადაც მხარეებმა „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები „მაიკროსოფტთან“ და „როტერთან“. „როტერი“ არის ერთერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობითი ქსელი და აქვთ 35 ათასზე მეტი ოფისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ამერიკელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს გამოცდილება და მივიღეთ მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებში“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი შტატებში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლას ჩიკაგოში.

ფონდის ინფორმაციით, გაიმართა რამდენიმე ლექცია კელოგის მენეჯმენტის სკოლაში თემაზე - „ახალი თაობის რეფორმები და განვითარების ახალი შესაძლებლობა“

გიორგი ვაშაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსი 4 იანვარს და იწყო და 15 იანვარს დასრულდება. დაგეგმილია 35-მდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები