მოსკოვში ნარკოდამოკიდებულთა „სარეაბილიტაციო ცენტრში“ ОМОН-მა რეიდი ჩაატარა

  • 11 იანვარი 17:44
  • 708

მოსკოვში პოლიციამ ნარკოდამოკიდებულების „სარეაბილიტაციო ცენტრში“ რეიდი მოაწყო. როგორც რუსულ სააგენტო Life-ს თვითმხილველმა განუცხადა, ბინაში სადაც „ცენტრი“ მდებარეობდა ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ფურცლის, რომელზეც ეწერა „გთხოვთ დაგვეხმარეთ“, ისეთ ადგილზე გადაგდება შეძლო, სადაც ხალხი დადიოდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. 

რეიდი ბინაში ОМОН-მა განახორციელა. როგორც აღმოჩნდა „სარეაბილიტაციო ცენტრში“ ნარკოდამოკიდებულები ბორკილებით იყვნენ შებოჭილები და „ცენტრის“ თანამშრომლები მათ მხოლოდ რელიგიური ტექსტების კითხვის უფლებას აძლევდნენ. 

სხვა სიახლეები