რომან კაკულია გაზპრომის საკითხზე - „არ მესმის ოპოზიციის ასეთი მძაფრი შეფასებები“

  • 11 იანვარი 17:14
  • 389

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრს არ იზიარებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

მისი განცხადებით, რუსეთი ძველი პორობებით ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებდა და საქართველოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა.

„მართალი გითხრათ, არ მესმის ოპოზიციის ასეთი მძაფრი შეფასებები და ძალიან მინდა, რომ მათ შეფასებებში ხანდახან პოზიტიურის ნახვაც შეიძლებოდეს“, - აცხადებს რომან კაკულია.

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს „გაზპრომისგან“ ფულადი სახით მიიღებს.

ახალი ამბები

1938 სტატია

სხვა სიახლეები