კაპანაძე: ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

  • 11 იანვარი 17:08
  • 352

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააფორმოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულება. კაპანაძის განცხადებით, ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთერთი გარანტორი იმისა, რომ ჩვენ არ ვიყავით დამოკიდებული რუსეთზე და ჩვენ გვქონდა ბერკეტი რუსეთთან მიმართებაში, რომ მას არ ჰქონოდა საშუალება შეეწყვიტა ჩვენთვის გაზის მოწოდება, იყო სწორედ ის, რომ საფასური სომხური ტრანზიტის იყო ჩვენთან ნატურით გადახდილი და ეს არ იყო მონეტიზირებული. თუ ახლა ამ ბერკეტს ჩვენ ხელიდან გავუშვებთ, მაშინ პრაქტილულად რუსეთს ვაბარებთ კიდევ ერთ მნივნელოვან ინსტრუმენტს ჩვენზე ზეწოლის“,-განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთისთვის გატარებული ბუნებრივი აირის ტარიფის საფასურს „გაზპრომისგან“ ფულადი სახით მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. 

სხვა სიახლეები