მოსახლეობა მშენებლობის შეწყვეტას ითხოვს - „ამ ხეებისთვის წყალი მეხუთე სართულიდან ჩამომქონდა, მათ სავარაუდოდ მოჭრიან“

  • 11 იანვარი 16:47
  • 617

ვარკეთილში, სუხიშვილის 12-ში მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს და ადგილზე ნინო რამიშვილის სახელობის სკვერის მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიან „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ინვესტორმა შეთანხმების პირობები დაარღვია და სამუშაოები ისე მიმდინარეობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუხიშვილის ქუჩაზე ზედამხედველობის წარმომადგენლებიც მივიდნენ, მიმდინარე მშენებლობაზე ხვალ თბილისის მერიაში იმსჯელებენ

„აქ 14 ხეა, თითოეული ხე შვილივით მყავს გაზრდილი, წყალი მე-5 სართულიდან ჩამომქონდა და ვუსხამდი, ეს ყველა ხე სავარაუდოდ, უნდა მოიჭრას“, - აცხადებს აქციის მონაწილე მედიკო სამადაშვილი.

ახალი ამბები

2685 სტატია

სხვა სიახლეები