კილაძე: სახალხო დამცველი ითხოვს ჩემს დასჯას

  • 11 იანვარი 16:37
  • 696

ელისკო კილაძე სახალხო დამცველს „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს, განცხადება ამის შესახებ კილაძემ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში ის უჩა ნანუაშვილის მიმართვის საფუძველზე დაიბარეს.

„მე გამაცნეს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვა, რომელიც ითხოვს ჩემს დასჯას, რამდენადაც არ უნდა გაგიკვიდეთ, იმის გამო, რომ მოიძებნა თურმე ვიდოში ასახული ერთერთი პირი, რომელსაც დასცინიან თუ აწამებენ, რომელმაც განცხადებით მიმართა რატომღაც სახალხო დამცველს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახალხო დამცველიც არის ერთერთი ორგანო, მე მინდა მას განვუმარტო კანონი სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, პირი, რომელსაც მიადგა მათ შორი მორალური ზიანი, მიდის სასამართლოში როგორც წესი. უჩა ნანუაშვილი არის არა სახალხო დამცველი, არამედ ხელისუფლების გაგრძელება. ის პირდაპირ არის ჩართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ დევნის საქმეში, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მეშვეობით“,-განაცხადა კილაზემ.

სხვა სიახლეები