„მამაჩემს ცუდად არ გადაუღო“ - თემო მარგველაშვილის ფოტო

  • 11 იანვარი 16:20
  • 4978

პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ფეისბუქის პირად გვერდზე თემო მარგველაშვილის ფოტო ატვირთა, რომელზეც მისი და პრეზიდენტის ვაჟი ტელეოპერატორთან ერთადაა გადაღებული.

ფოტომ ფეისბუქის მომხმარებლებს შორის დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. პირველი ლედის მიერ პროფილის „ქავერად“ 15 საათის წინ დაყენებულ ფოტოს ამ დროისთვის 2 ათასამდე მოწონება აქვს. 

ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილი კომენტარებში ფოტოს თავისებური ინტერპრეტაციით ასათაურებს.

„უმაგრესი ფოტოა, "ზეწოლა მედიაზე"“, „წარმოუდგენლად საყვარელია“, „ჩაცმის ერთნაირი სტილი, კონტაქტი“, „როგორი ცნობისმოყვარე თველებით უყურებს“, „მგონი პროფესია შეარჩია“, „საოცარი ისაა, ერთნაირად რომ აცვიათ კუბოკრული პერანგები და უსახელო ქურთუკები, cool“, „პაპარაცებს ურჩევს საქმეს“, „მოეწონა კამერა“, „მამაჩემს ცუდად არ გადაუღო!“ - წერენ ფეისბუქის მიმხმარებლები.

ახალი ამბები

2981 სტატია

სხვა სიახლეები