„თუ სადმე ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ეს კანონდარღვევაა და მნიშვნელობა არ აქვს, დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ქართველებს“

  • 11 იანვარი 15:50
  • 632

კლუბებსა და ბარებში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ, პრემიერმინისტრის განცხადებას საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე გამოეხმაურა. გოცირიძის განცხადებით, თუ კი სადმე ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ეს არის სერიოზული კანონდარღვევა და  არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამ დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ეთნიკურ ქართველებს.

„თუ კი სადმე ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ეს არის კანონის სერიოზული დარღვევა და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამ დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ეთნიკურ ქართველებს. ასეთი დაწესებულებები ზოგადად არ უნდა არსებობდეს და ასეთი დაწესებულებები უნდა გავიდნენ ბაზრიდან. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

რაც შეეხება სხვა შემთხვევაში, როდესაც არ ხდება არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და კანონიერ საქმიანობის წარმოებას აქვს ადგილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შსს ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, ეს არის სამოქალაქო დავის საგანი სასამართლოში, ან ეს საკითხი შეიძლება შეისწავლოს საქართველოს სახალხო დამცველმა“,-განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, - განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

სხვა სიახლეები