საქალაქო სასამართლომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლეიშვილი გაამართლა

  • 11 იანვარი 15:38
  • 589

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას ბრალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა. მასზე საერთაშორისო ძებნაც იყო გამოცხადებული. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ის არ ელოდა ასეთ შედეგს და სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ დიდი ალბათობით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

მამუკა ნიკოლეიშვილიის ადვოკატის ირაკლი გრძელიძის თქმით, პროკურატურის მიერ მომზადებულ მრავალტომიან საქმეში არ იყო არცერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მიუთითებდა მამუკა ნიკოლეიშვილის ბრალზე. 

 

სხვა სიახლეები