„უამრავი პრობლემა არსებობს საქართველოში იმ ქართველი კაცების გარდა, რომლებსაც ბორდელში არ უშვებენ“

  • 11 იანვარი 15:36
  • 849

კლუბებსა და ბარებში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ, პრემიერმინისტრის განცხადებას, კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი გამოეხმაურა. ბაია პატარაიას განცხადებით, პრემიერმინისტრი არ უნდა ინტერესდებოდეს იმით, თუ ვინ შევა კონკრეტულ კერძო დაწესებულებაში.

„თუ ასეთი პრობლემა არსებობს, რომ ეთნიკური ნიშნის გამო, რომელიმე კლუბი ვიღაცას არ უშვებს თავის ტრიტორიაზე, ეს დარეგულირებული არის ჩვენი კანონმდებლობით და ამაზე შეიძლება სამოქალაქო დავის წარმოება, ოღონდ, ჩემი აზრით, ამაზე არ უნდა ცდებოდეს არც პოლიცია და მით უმეტეს, პრემიერმინისტრი. ისეთ პრობლემურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც სიღარიბეა, სადაც უამრავი პრობლემაა და უამრავი დისკრიმინაციული ჯგუფი არსებობს საქართველოში იმ ქართველი კაცების გარდა, რომელსაც ბორდელში არ უშვებენ“,-განაცხადა პატარაიამ.

სხვა სიახლეები