შს მინისტრის მოადგილე: პრემიერის დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ

  • 11 იანვარი 14:46
  • 614

კლუბებსა და ბარებში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ პრემიერის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. შალვა ხუციშვილის თქმით, მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.

„დავალება მიღრებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ მუშაობის შედეგებს, თუ რა კეთდებოდა მანამდე, დავალების შესაბამიად რა გაკეთდა და ეს საჯარო გახდება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებისა და სხვა ობიექტების შემოწმება დაავალა. პრემიერის თქმით, ამ სახის პრობლემები ადრეც იყო. კვირიკაშვილის ინფორმაციით „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ.

სხვა სიახლეები