მთავრობა სესხის ლარიზაციის გეგმის ამოქმედებას იწყებს

  • 11 იანვარი 14:19
  • 520

სესხების გალარების პროცესთან დაკავშირებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. პირველი ვიცეპრემიერისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ პროცესის დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მდგომარეობას.

„მიზანი აღნიშნული ქმედების, არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხის მომსახურების ნაწილში, რაც თავისთავად, საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარც გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში, იმ შემთხვევაში თუ ვალუტის რყევა იქნებოდა.

აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100  ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში, ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან - 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში, 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

სხვა სიახლეები