გამზარდია: კვლავ შეცდომებს უშვებთ ბატონო პრემიერო

  • 11 იანვარი 13:41
  • 2347

„როდესაც ვუყურებ ზოგჯერ პრემიერი რა თემებზე აკეთებს განცხადებას, გარდა მის მიმართ საბოტაჟისა, რაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობ, ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს და იძულებულია განცხადებები მხოლოდ თავად აკეთოს, ნაცვლად მთელი რიგი გადანაწილებისა“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია  „ფეისბუქიში წერს.

„ბატონო პრემიერო, მე არ ვიცი, თქვენ ვინ გყავთ მრჩევლებად, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ, ამის მიხვედრა არც ისე ძნელია; თქვენ იმავე შეცდომებს უშვებთ, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უშვებდა. შემდეგ ივანიშვილიც, თუმცა ივანიშვილი სახელისუფლო იერარქი აღარ იყო და შედარებით უვნებელი იყო ზიანი, მხოლოდ იმიჯის დონეზე - ეს შეცდომა ყველა განცხადების საკუთარ თავზე აღებაა.

არსებობს განცხადებებით მთელი წყება, რომელიც პრემიერმა არ უნდა გააკეთოს, ამისთვის არსებობენ მთავრობის სხვა წევრები, ამისთვის არსებობენ დეპუტატები, ამისთვის არსებობს პარტია და ა.შ.

თუმცა, ფაქტია, რომ ბატონი პრემიერი მთავრობაშიც განმარტოებულად მოჩანს, პარლამენტის სახელისუფლებო წარმომადგენლობაზე პარტიის ლიდერ კვირიკაშვილს არანაირი გავლენა არ აქვს, ხოლო პარტია "ქართული ოცნება" კი მიჩქმალულია.

კვლავ შეცდომებს უშვებთ, ბატონო პრემიერო. მეტი სიფხიზლისკენ მოგიწოდებდით. არჩევნებამდე თქვენი განცხადებები არაადეკვატური არ ყოფილა, არჩევნების შემდეგ კი თქვენი განცხადებების არაადეკვატურობამ მკვეთრად მოიმატა და ამის მოდერატორები თქვენს გარშემო უნდა ეძებოთ, ეს თქვენიი საბოტაჟის პროცესია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეგიწიროთ“,-წერს გამზარდია.

სხვა სიახლეები