პატიმრისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  • 11 იანვარი 13:15
  • 439

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, უწყების საგამოძიებო დეპატრამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

„დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა.

შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

ახალი ამბები

2685 სტატია

სხვა სიახლეები