ნიკა ქავთარაძე: ექსპერტები ოფისს გვატოვებინებენ, ჟურნალისტებსაც უკრძალავენ გადაღებას

  • 11 იანვარი 12:44
  • 758

ტელეწამყვანისა და სცენარისტის ნიკა ქავთარაძის განცხადებით, სამართალდამცველები „გირჩის“ წევრებს პარტიის ოფისს ატოვებინებენ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტები ჟურნალისტებს გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

„გირჩის“ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომაგენლების შესვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 45 წუთის წინ გავრცელდა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში მარიხუანას კულტივაცია 31 დეკემბერს მოახდინა, რითაც მისივე განცხადებით, დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას, ან კულტივირებას გულისხმობს.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები