გვარამია: ნამდვილად მე მაქვს ტვინის შერყევა?

  • 11 იანვარი 12:10
  • 2629

საქართველოს პრემიერიმინისტრის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვა ობიექტების შემოწმებას ეხება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ნამდვილად მე მაქვს ტვინის შერყევა?“- წერს გვარამია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებისა და სხვა ობიექტების შემოწმება დაავალა. პრემიერის თქმით ამ სახის პრობლემები ადრეც იყო. კვირიკაშვილის ინფორმაციით „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ.

სხვა სიახლეები