კილაძე: ბრალის წარდგენას არ გამოვირცხავ, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროკურატურა

  • 11 იანვარი 12:11
  • 676

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისკო კილაძე პროკურატურაში  ცოტა ხნის წინ მივიდა. კილაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ის არ გამორიცხავს, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე  ბრალი წარუდგინონ.

„ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში არის ჩამოთვლილი მუხლები, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან „ქრონიკა+“-ის დახურვაზე, ეს არის ერთი ამბავი და გამოჩნდება ალბათ დღეს,  თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ბრალის წარდგენას არ გამოვირცხავ, იმიტომ რომ ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ასეც მოხდეს“,-განაცხადა კილაძემ.

სხვა სიახლეები