ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს - „დაჭერა გინდათ - დამიჭირეთ - მზად ვარ“

  • 11 იანვარი 09:40
  • 1643

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გასული წლის 15 აგვისტოს გავავრცელე ე.წ.ცოცხების კადრების სრული ვერსია.კაპიტანმა ეკა გიგაურმა და ამხ.უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე ვიყავი.კადრების წარმომავლობის თემა გარკვეულია.(ვლადიმერ ბედუკაძე)ხვალ 12 სთ-ზე განმეორებით დაკითხვაზე ვარ დაბარებული.რუსული სპეცსამსახურების 2012 წლის აფერა გაშიფრულია. ცხადზე ცხადია რომ ცოცხების სცენა დადგმულია !!!!რომ ვიცოდე ხვალ ბრალს წამიყენებენ და დამიჭერენ-დღესაც იგივეს გავაკეთებდი-სრულ კადრებს მაინც გავავრცელებდი !!!!ეს ბრძოლაა ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ !!!დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ“,-წერს კილაძე. 

სხვა სიახლეები