ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში რუსულ მედიას ადანაშაულებენ

  • 11 იანვარი 17:53
  • 1638

ბრიტანული გამოცემა Express მიიჩნევს, რომ დედოფლის, ელისაბედ II გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსმა ჰაკერებმა გაავრცელეს.

Express-ის ინფორმაციით, აღნიშნული "ფეიკი" მხოლოდ რუსულ მედიაში დაიბეჭდა.

ცნობისათვის, გუშინ, რუსულ პრესაში შემდეგი ინფორმაცია დაიბეჭდა:

"დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალურ საიტზე ელისაბედ II გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, შეტყობინება მალევე იქნა აღებული საიტიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არავის გაუკეთებია. 

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა განცხადების დაფიქსირება მოასწრეს. კომენტარს, არც პრინცი ჩარლზი აკეთებს.

ნინო ჩხეიძე

2407 სტატია

სხვა სიახლეები