გიგი უგულავა: ესაა პირდაპირი წახალისება, რომ მათმა შვილებმა და ნათესავებმა იმოქმედონ ისე, როგორც უნდათ და იყვნენ დაუსჯელები

  • 10 იანვარი 17:23
  • 1051

ესაა პირდაპირი წახალისება, რომ გაჩეჩილაძეების შვილებმა და ნათესავებმა იმოქმედონ ისე, როგორც უნდათ და იყვნენ დაუსჯელები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე თქმით, არის სხვადასხვა ტიპის საქმეები, სადაც შედარებით ნაკლებ მძიმე დანაშაულზე ადამიანებს წინასწარ პატიმრობას უსჯიდნენ.

”ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციაზე სამ ახალგაზრდას პიჯაკის ჩამოხევის გულისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და 4-5 თვე იყვნენ პატიმრობაში, შემდეგ საერთაშორისო ჩარევა გახდა საჭირო ამ საქმესთან დაკავშირებით.

ეს არის კლასიკური მაგალითი შერჩევითი სამართლის და ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც არის რაღაც ხელშეუხებელთა კასტა სოციალური ნიშნით.

ეს ორი ძმა პოლიტიკურად ლოიალური ადამიანია. მათ ხელისუფლებას მისცეს შესაძლებლობა მედიასაშუალების კონტროლის. არის ხელისუფლებასთან გარიგებული და ესაა პირდაპირი წახალისება, რომ მათმა შვილებმა და ნათესავებმა იმოქმედონ ისე, როგორც უნდათ და იყვნენ დაუსჯელები”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სხვა სიახლეები