„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ რჩება კვლავ მძიმე“

  • 10 იანვარი 17:50
  • 547

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.  ამის შესახებ ინფორმაცია news.ge-ს სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც თოდუას კლინიკის წარმომადგენელმა მაკა მაღლაკელიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, მაია რჩეულიშვილი საჭირო გამოკვლევების ჩატარებაზე უარს ამბობს. 

„მას დადგენილი აქვს ფილტვის წარმონაქმნი, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა მკურნალობის ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ოპერაციამდე საჭირო იქნა კორონაროგრაფიის ჩატარება, რომლის ჩატარებაზეც პაციენტმა უარი განაცხადა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის სტაბილურია, მაგრამ რჩება კვლავ მძიმე, თუმცა მას აუცილებლად ესაჭიროება ამ გამოკვლევისა და შემდეგ მკურნალობის ჩატარება“, - განაცხადა მაღლაკელიძემ.

სხვა სიახლეები