რა ასაკში იწყებს ადამიანი დაბერებას

  • 10 იანვარი 15:56
  • 2096

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს ასაკი, რომლიდანაც ადამიანი დაბერებას იწყებს. მათი კვლევების თანახმად, 39 წლიდან ადამიანებს მამოძრავებელი და შემეცნებითი უნარების დაქვეითება ეწყებათ.

მეცნიერების დასკვნით, 39 წლის შემდეგ ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს მიელინის შესაბამის რაოდენობას. ცნობისათვის, მიელინის გარსი ადამიანის ნერვულ უჯრედებს ფარავს და იცავს უარყოფითი გავლენისაგან.

მიელინის დაქვეითების შემდეგ, თანდათან სუსტდება ადამიანის შესაძლებლობები.

ახლა, მეცნიერები სწავლობენ აღნიშნულ პროცესს, რათა მომავალში მისი შეჩერება შეძლონ.

ადამიანის ორგანიზმში მიელინის გამომუშავება სწორედ 39 წლის ასაკში აღწევს პიკს, ამის შემდეგ უკვე წყდება მიელინის გამოყოფა და იწყება ადამიანის სიბერე.

 

 

სხვა სიახლეები