მაია რჩეულიშვილის შუამდგომლობა, სასამართლოს ერთი თვით გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა

  • 10 იანვარი 15:45
  • 331

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა ორი დღით გადაიდო. დაცვის მხარის შუამდგომლობა, პროცესის ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატ მარინე ცუცქირიძის განცხადებით, დაცვის მხარე გადაამოწმებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა ყველანაირ მკურნალობაზე.

„მაია რჩეულიშვილის შუამდგომლობა, სასამართლოს ერთი თვით გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მაგრამ სასამართლომ თავისი ინიციატივით ორი დღით გადადო სასამართლო პროცესი, რათა გაირკვეს, მაია რჩეულიშვილი სად იმყოფება, სად გადაიყვანენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ციხეში მოხდება მისი დაბრუნება თუ ისევ დარჩება კლინიკაში. დღეს გაჟღერდა ახალი ინფრმაცია, რომ მაია რჩეულიშვილმა საერთოდ უარი განაცხადა ყველანარ მკურნალობაზე. ჩვენთვის უცნობია ეს ინფორმაცია. დაცვის მხარე აუცილებლად შევეცდებით გავარკვიოთ ეს ინფორმაცია“,-განაცხადა ცუცქირიძემ.

სხვა სიახლეები