ნინია კაკაბაძე: კიდევ ბევრი ცემა-ტყეპა წინ არის

  • 10 იანვარი 14:37
  • 1374

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მომავალში „სხვა გაბრაზებულთათვის“ მხოლოდ წამახალისებელი იქნება. ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

„ნიკა გვარამიას ცემის ფაქტი ისეთი შთამბეჭდავი იყო: ბრალდებული, რომელმაც "კაცურად" აღიარა დანაშაული (ემოციები ვერ მოვთოკეო), თავის ფეხით მივიდა პროკურატურაში და სასამართლო დარბაზიდან რემბოსავით გაიქცა. კამერები და პოპულარობა არ მინდა, მე ჩემი საქმე გავაკეთე და ჩემ 5 ათასსაც გადავიხდიო.

ვფიქრობ გასაგებია, რომ ეს ეპიზოდი მომავალში სხვა გაბრაზებულთათვის მხოლოდ წამახალისებელი იქნება.

ასე რომ კიდევ ბევრი ცემა-ტყეპა წინ არის“, - წერს ნინია კაკაბაძე

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები