არჩილ თალაკვაძე: გუშინ სასამართლომ, ვფიქრობ, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება

  • 10 იანვარი 14:20
  • 353

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

„მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულებას. გუშინ სასამართლომ, ვფიქრობ, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ამ შემთხვევაში ძალადობის ობიექტი და ძალადობის ჩამდენი პირი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაო გუშინ შეეფარდა.

სხვა სიახლეები