გლდანში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

  • 10 იანვარი 12:04
  • 741

გლდანის მე-5 მიკრორაიონში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც news.ge--ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.

ახალი ამბები

2652 სტატია

სხვა სიახლეები