Telegraph-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

  • 09 იანვარი 18:10
  • 597

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი მკითხველს ევროპის 21 ქალაქში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით - „21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრით, მაგრამ ამ ქალაქების მონახულება აშკარად ღირს."

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი მე-4 პოზიციას იკავებს. საქართველოს დედაქალაქის შესახებ შტაბეჭდილებებს მკითხველს ჟურნალისტი კლარა ალფრი აცნობს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა:

„თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთან კარგად არის შეხამებული. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები."

ახალი ამბები

2981 სტატია

სხვა სიახლეები